საზოგადოება
ლევან მაჭავარიანი: 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველაზე მომზადებული იქნება

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება გრძელდება, რაზეც მეტყველებს ისიც, რომ „შუა დერეფანზე“ საუბრისას საქართველოს არ ახსენებენ, ხოლო შავი ზღვის რეგიონის მინისტერიალზე ისე არ იწვევენ, თითქოს ზღვას არ ესაზღვრება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.

“ადრე თუ გვიან, რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევთ. რაც შეეხება უშუალოდ გაფართოებას და ახალი წევრების მიღებას, ევროკავშირის ოფიციალური პოზიციაა, რომ ეს 2030 წლამდე არ მოხდება. ჩვენ გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება გასაწევრიანებლად”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მან დასძინა, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება ევრობიუროკრატების გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობები ბრიუსელს, თბილისსა და აშშ-ს შორის მოწესრიგდება.