პოლიტიკა
კახა კალაძე: სააკაშვილი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ამთავრებენ ქვეყნის მოღალატეები

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. სააკაშვილი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი დასასრული აქვთ ქვეყნის მოღალატეებს, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები.

კალაძის თქმით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა კანონის დარღვევას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

“სააკაშვილის ბაქიბუქი ბევრჯერ მოგვისმენია, არა მხოლოდ მისი, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც შემჩნეულნი არიან მოღალატეობრივ ქმედებებში და ქვეყნის წინააღმდეგ დგამდნენ კონკრეტულ ნაბიჯებს. ისინი არ ეკუთვნიან ჩვენს სამშობლოს, სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავენ, ჰყავთ თავიანთი პატრონები და მოქმედებენ შესაბამისი დავალებებით. ქმედებები, რაც იყო 2008 წლის 8 აგვისტოს, არის მოღალატეობრივი”, - განაცხადა კახა კალაძემ.