პოლიტიკა
რომის პაპი: მოლაპარაკებებში მზად უნდა ვიყოთ მშვიდობისთვის პოზიციების დასათმობად

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. მომლაპარაკებლები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მშვიდობის მისაღწევად „გარკვეული პოზიციები“ გაწირონ, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ საფრანგეთის ქალაქ მეცში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პონტიფიკოსს გამოსვლისას კონკრეტულად უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ უხსენებია, თუმცა აღნიშნა, რომ ევროპის კონტინენტზე ომი დაბრუნდა და ილუზიაა იმის ფიქრი, რომ პასუხი გადაიარაღებაშია.

„სამწუხაროდ, დღეს ომი დაბრუნდა, ევროპაშიც კი: ახალ უაზრო ხოცვა-ჟლეტას ყოველდღიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენ მოთმინებით სავსე დიალოგის ვალდებულება უნდა ავიღოთ, მოლაპარაკებებში სიმამაცე უნდა გამოვიჩინოთ და მზად უნდა ვიყოთ მშვიდობისთვის გარკვეული პოზიციების დასათმობად”, - განაცხადა რომის პაპმა.