აქტუალური
„ქრისტიან-დემოკრატები“ საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ

axvledianiiiiiთბილისი, 30 სექტემბერი, საქინფორმი. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პარტიის მონაცემებით, ჰიბრიდული სიმინდი საქართველოში 35 000 ფერმერმა დათესა, სასურველი მოსავალი კი მხოლოდ 10 000-მა მიიღო. „ქრისტიან-დემოკრატები“ ითხოვენ, სახელმწიფომ სიმინდის თესლის საფასური არ მოსთხოვოს იმ ფერმერებს, რომლებმაც მოგება ვერ მიიღეს და ზარალი განიცადეს.

გიორგი ახვლედიანის თქმით, სიმინდის თესლს სპეციალური ინსტრუქცია მოჰყვა, სადაც აღნიშნული იყო, თუ სად, როგორ და რა პირობებში უნდა დათესილიყო მარცვლეული. მსხვილმა ფერმერებმა ნიადაგი შეამოწმებინეს და ნიადაგში მინერალები შეიტანეს, რის შემდეგაც კარგი მოსავალი მიიღეს. გლეხებს კი ინსტრუქციის გაცნობის საშუალება არ ჰქონდათ და ჰიბრიდული სიმინდი ტრადიციული მეთოდით დათესეს, რის გამოც მოსავალი ვერ მიიღეს.

პარტია საკითხის შესასწავლად საპარლამენტო კომისიის შექმნას და სოფლის მეურნეობის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს.