აქტუალური
საკონსტიტუციო სასამართლოში გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნით განახლებული სარჩელი შევიდა

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართა.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია „არც კონსტიტუციურ წყობილებას აღიარებს, არც ხელისუფლების ლეგიტიმაციას“ და „ასეთ პირობებში, სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან არაფრით განსხვავდება“.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ მანამდე წარდგენილი ჰქონდა კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოითხოვა „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.