სამართალი
საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. იაპონია არ აღიარებს ცხინვალში 18 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადებაში.
„იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რომელიც მოიცავს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებს.
აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით, იაპონია არ აღიარებს ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში 18 სექტემბერს ჩატარებული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.
იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.