აქტუალური
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანს შეხვდა

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ინვესტიციების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა ახალი დიპლომატიური მისიის პირობებშიც აქტიურად გაგრძელდება.