აქტუალური
ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ევროსაბჭოს სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების პოლიტიკური ჯგუფი (SOC) აცხადებს, რომ რუსეთმა გააძლიერა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

როგორც პოლიტიკური ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედებები მოსკოვის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებასა და რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. ევროსაბჭოს წარმომადგენლები ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საერთაშორისო საზოგადოებას ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესებზე მტკიცე რეაგირებისკენ მოუწოდებენ.