აქტუალური
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების საკითხები განიხილეს

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. 2026 წლის 14-16 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსებით და სხვა წყაროებით საქართველოსთვის დახმარების აღსრულების საკითხები.

საქართველოს მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე და გენერალური შტაბის წარმომადგენლები.

აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ევროპული სარდლობისა და თავდაცვის და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.