თბილისი, 29 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) PEPECO კომიტეტის თავმჯდომარე რუპერტ დე კრუზი საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ეწვევა.
1 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ადვოკატთათვის გაიმართება სემინარი და დებატები თემებზე: ადვოკატის როლი საზოგადოებაში, ადვოკატის პროფესიის ძირითადი ღირებულებები – საერთაშორისო და ევროპული პერსპექტივა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.
სემინარს შეაჯამებს ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) PEPECO კომიტეტის თავმჯდომარე რუპერტ დე კრუზი.
CCBE (ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საზოგადოებების საბჭო დაარსებულია 1960 წელს. CCBE არის წარმომადგენლობითი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 1 მილიონზე მეტ ადვოკატს. CCBE ფოკუსირებულია ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემაზე.
(CCBE) PEPECO კომიტეტის მიზანია კანონის უზენაესობისა და სამართლის რეფორმის პროცესის მხარდაჭერა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.