პოლიტიკა
საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ თანამდებობა დატოვა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადასტურებენ.
მაღლაკელიძე აღნიშნულ თანამდებობას 27 აპრილიდან დღემდე იკავებდა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მიხეილ მაღლაკელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ახალი ხელმძღვანელის წარდგენა მოხდება მიმდინარე წლის 14 სექტემბერს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან ხარაბაძემ.