აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია, ის ომის დასრულების არმცოდნე ჯარისკაცს ჰგავს

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული და დროა, ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს:

შემაშფოთებელია გაერო-ში ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ ჩვეული რიტორიკის გამეორებით დეზინფორმაციის შემცველი მორიგი განცხადება, რომელიცთვითნებური დაკავებებისადარეპრესიებისშესახებ უკვე გაცვეთილ სიცრუეს იმეორებს.

დამაფიქრებელია, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებები, უკვე მერამდენედ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ ფაქტებთან, არამედ ევროკავშირის მიერვე აღიარებულ ღირებულებებსა და პრინციპებთან.

უკვე ყველასთვის, დიდი ხანია, ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი აქციები ნაწილობრივ ევროკავშირის ფულითაც ფინანსდებოდა, მათ შორის კამპანია, რომელიცმოლოტოვის კოქტეილისგამოყენებას ამართლებდა და აქეზებდა. მეტიც, სწორედ ბრიუსელის ვირტუალური მწვანე შუქის შემდეგ იქნა წამოწყებული შარშან, 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის წარუმატებელი მცდელობა.

თუმცა ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ სათანადოდ დაიცვა ქვეყანა, მისი თავისუფლება, სუვერენიტეტი და ინტერესები. დღეს ყველასთვის ცხადია, რომ 2024 წელს უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციური პროცესი დამარცხდა. ყალბი რეალობა, რომლის თავს მოხვევითაც საქართველოში ხელისუფლება უნდა დაემხოთ, გაიფანტა, მაგრამ ამ სიყალბის დამფინანსებლები თავად აღმოჩნდნენ საკუთრი ყალბი ნარატივის ტყვეობაში, თანაც ისე, რომ მასთან განშორება დღემდე ვერ მოახერხეს.

არჩევნების გაყალბებისდამშვიდობიანი აქციების დარბევისცრუ ნარატივი დრომ და რეალობამ უარყო. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები გამოძიებულია, განაჩენებიდამდგარი, ყველაფერი დოკუმენტირებული, აღრიცხული და, მეტიც, აღიარებულია თავად დამნაშავეების მიერ.

ფაქტებმა კიდევ ერთხელ სძლიეს აღქმებს. სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს, ხოლო დამნაშავემსხვერპლად მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის რომელიმე მოხელეს ასე სურს.

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული. ბრიუსელი იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელმაც ომის დასრულება ვერ შეიტყო და კვლავ საომარ ოპერაციებს გეგმავს.

დროა, ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს. თუ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება სურთ, მათ უნდა შეწყვიტონ საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, უარი თქვან დამარცხებული რევოლუციური სცენარის საინფორმაციო მომსახურებაზე და დაუბრუნდნენ დიპლომატიის ელემენტარულ პრინციპებს: ფაქტების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის პატივისცემას, – წერს შალვა პაპუაშვილი.