პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანს შეხვდა

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, კორთნი ოსტრიანს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები:

დღეს შევხვდი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, კორთნი ოსტრიანს, რომელიც დღეს შეუდგა ამ პოსტზე მუშაობას.

განვიხილეთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება.