აქტუალური
საქსტატი: II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 23.2%-ით შემცირდა

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, წინასწარი მონაცემებით, 468.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.2%-ით ნაკლებია.

ინვესტიციების შემცირება ძირითადად რეინვესტიციის მაჩვენებლის კლებას უკავშირდება.

2026 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალის მოცულობამ 210.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9%-ია. ამავე პერიოდში რეინვესტიციამ 300.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი მთლიან ინვესტიციებში 64.1%-ით განისაზღვრა.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია: ჩინეთი - 219.5 მლნ აშშ დოლარი (46.8%), გაერთიანებული სამეფო - 123.5 მლნ აშშ დოლარი (26.3%) და არაბთა გაერთიანებული საამიროები - 47.7 მლნ აშშ დოლარი (10.2%). სამი უმსხვილესი ქვეყნის წილმა მთლიანი FDI-ის 83.3% შეადგინა. დარგების მიხედვით ყველაზე დიდი მოცულობა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში განხორციელდა - $207.6 მლნ (44.3%), უძრავი ქონების სექტორში - $119.9 მლნ (25.6%) და დამამუშავებელ მრეწველობაში - $59.0 მლნ (12.6%).