აქტუალური
საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ამასთან, საელჩოს ინფორმაციით, ემი დიაზი, რომელიც აშშ-ის ელჩის მოვალეობას ასრულებდა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდა:

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი ჩამოვიდა. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.