აქტუალური
თბილისი, 29 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკში ჩატარდა მორიგი სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონი. ამ 84-დღიან № 39 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები სამმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.72 პროცენტით განისაზღვრა, მაქსიმალური – 8.43 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 8.04 პროცენტით.