პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: როცა თავში თხლეა...

   2026 წლის 1 სექტემბერს, რუსთავში, რომელიც ადრე განთქმული იყო როგორც მეტალურგთა და არა ელიტარულ პატიმართა ქალაქი, №12 პენიტენციური დაწესებულების №666 საკნის პატიმარმა მორიგი ეპისტოლე დაწერა - აქაოდა, „ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა მაქსიმუმ 50 000 აფხაზის შერიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში აზრების ნაცვლად ტყლაპი აქვს. აფხაზებს ჩვენ ვძულვართ და ამას ვერაფერს მოუხერხებ. აფხაზეთი არის დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, რომლის გადაწყვეტა რუსეთის იმპერიის დასუსტებასა და სავარაუდო დაშლასთან არის დაკავშირებული“.

   საინტერესოა, ვინ სძულთ აფხაზებს – ვის გულისხმობდა სააკაშვილი ნაცვალსახელში „ჩვენ“? ქართველებს? არა, იმიტომ რომ სააკაშვილი სომეხია. სომხებს? არა, რადგან აფხაზეთში იმდენივე სომეხია, რამდენიც აფხაზი და ისინი მშვენივრად თანაცხოვრობენ აფხაზებთან. საქართველოს მოქალაქეებს? არც ეგ, რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.

   იქნებ სააკაშვილი უბრალოდ მრავლობით რიცხვში მოიხსენიებს საკუთარ თავს – „ჩვენ“, რადგან თავი ჯერ კიდევ იმპერატორად წარმოუდგენია?! ან საკუთარ თავთან ერთად გულისხმობს თავის ფავორიტ-ქალებს, რადგან პარტიაში ჯანზე და „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები დარჩნენ“ – წითლიძე, ნანუკა, ბოკუჩავა, დეკანოიძე და ა.შ. მაშინ ყველაფერი სწორია – აფხაზებს ნამდვილად სძულთ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „ჯაზ-ბანდა“!

ხოლო „მისი უდიდებულესობა“ სააკაშვილის თავში ტყლაპი კი არა, თხლეა. და არა მარტო სააკაშვილის...