სამართალი
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ:
„სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოში ჩვენება მისცა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი მიქაძემ, რომელიც დაცვის მხარის მოწმეს წარმოადგენდა. ლილუაშვილის ადვოკატის განმარტებით, მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია თაღლითურ სქემებთან. შეგახსენებთ, რომ ლილუაშვილს ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში“, - აცხადებს ადვოკატი.