სამართალი
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის კითხვებს უპასუხა. მისი ადვოკატის განცხადებით:
„ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. მან გამოძიებას დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებულ ფაქტებზე. ამ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილს ახალი საჯარო გზავნილები არ აქვს, ხოლო მის მიერ მანამდე დაანონსებული ბრძოლა საკუთარი თავისა და ოჯახის სამართლებრივ დაცვას გულისხმობს“, - განაცხადა ადვოკატმა.