საზოგადოება
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო საფონდო და სასაქონლო ბირჟებზე ნედლ ნავთობზე ფასების მკვეთრი მატება დაფიქსირდა:
„მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის (WTI) ფასმა 92,85 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება 97,35 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ფასების ზრდა გამოწვეულია ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციითა და გლობალური მიწოდების შეფერხების რისკებით“, - იტყობინებიან საერთაშორისო სააგენტოები.