საზოგადოება
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ ხელისუფლების განცხადებებსა და ისტორიულ კონტექსტზე კომენტარი გააკეთა:
„ჩემი ამოცანა ანთროპოლოგიური ძიება არ არის. ჩემი ამოცანაა გითხრათ, წაიკითხოთ პავლე ინგოროყვა, თუ როგორ შემოვიდნენ ქვეყანაში აფსუები და აფხაზები. პაპუაშვილის განცხადება კი უკიდურესად ცინიკურია - თუ ვინმე პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესს ხელს უშლის, ეს არის „ქურდული ოცნება“, რომელსაც ტერორითა და რეპრესიებით სურს ძალაუფლების შენარჩუნება“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.