საზოგადოება
ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა:

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაერო-შორის თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო პროექტები, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესი. ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა გაერო-წარმომადგენელს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, - აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.