რელიგია
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი მოსახლეობის მრავალრიცხოვანი თხოვნა და ინიციატივა დააკმაყოფილა:
„მოსახლეობის მომართვის საფუძველზე, ქალაქ მცხეთაში ცენტრალურ ქუჩას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახელი მიენიჭება. საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ განიხილა მოქალაქეთა კოლექტიური განცხადება და ერთხმად დაუჭირა მხარი ინიციატივას, რაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და პატრიარქის ღვაწლის განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავს“, - იუწყება „Sputnik-საქართველო“.