აქტუალური
პროკურატურა: ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა პირები გამოიკითხებიან

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე საგანგებო განცხადება გაავრცელა:

2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიას ამოწმებს. საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზებით უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებში საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება რამდენიმე პირი, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რათა სრულყოფილად შეფასდეს გაჟღერებული ცნობები“, - აცხადებენ პროკურატურაში.