აქტუალური
საქსტატი: აგვისტოში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5,6 პროცენტი შეადგინა

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა მიზნობრივ ზღვარს გადააჭარბა:

2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების დონე 0,4 პროცენტით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ზრდამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, საცხოვრებლისა და კომუნალური გადასახადების, ასევე ტრანსპორტისა და ჯანდაცვის ჯგუფებში“, - განმარტავენ „საქსტატში“.