აქტუალური
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აგვისტოს თვის სამომხმარებლო ფასების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა:
„სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა. კერძოდ, თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები გაძვირდა 9,8 პროცენტით, ზეთი და ცხიმი - 7,8 პროცენტით, პური და პურპროდუქტები - 7,1 პროცენტით, ბოსტნეული და ბაღჩეული - 5,5 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო - 5,4 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი - 2,9 პროცენტით. ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე 6,1 პროცენტით. საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში დაფიქსირდა 8,5-პროცენტიანი მატება, ხოლო ჯანდაცვის სფეროში ფასები გაიზარდა 5,2 პროცენტით“, - ნათქვამია „საქსტატის“ ანგარიშში.