პოლიტიკა
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ეწვია:
„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო ლაბორატორიის საქმიანობას, შეხვდა ქართველ მეცნიერებსა და სპეციალისტებს და ხაზი გაუსვა აშშ-ისა და საქართველოს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას ბიოუსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში“, - იტყობინება აშშ-ის საელჩო.