პოლიტიკა
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“ (Black Sea Petroleum LLC) ოფიციალური განცხადება გაავრცელა ნედლეულის დივერსიფიკაციის შესახებ:
„ყულევში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო, რითაც წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი. საწარმო სრულად გადავიდა ყაზახურ და ლიბიურ ნავთობზე და ზედმიწევნით შეესაბამება ევროკავშირის სანქციების მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.