პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: პატიმრობაში მყოფი 72 პირი უსინდისობის ტყვეებადაც რჩება

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აქციების დროს დაკავებულ პირებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

პატიმრობაში მყოფი 72 პირი იმ ადამიანთა უსინდისობის ტყვეებადაც რჩება, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ კი მიატოვეს. ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად შეეფერებათ სახელი - „უსინდისობის პატიმრები“. რადიკალურმა ლიდერებმა ახალგაზრდები პროვოკაციებში ჩართეს, თავად კი პასუხისმგებლობას გაექცნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.