სამართალი
საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეორგანიზაცია განხორციელდება:
„აღსრულების პოლიციის სამმართველო აღსრულების პოლიციის დეპარტამენტად ჩამოყალიბდება. კანონპროექტით ასევე განისაზღვრა თანამშრომელთა სოციალური და სამართლებრივი გარანტიები. კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში ოჯახისთვის გასაცემი ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ნაცვლად 15 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო თავდასხმისას დაღუპვის შემთხვევაში - 30 000 ლარით. მძიმე დაზიანებისას გაიცემა 7 000 ლარი, ნაკლებად მძიმეზე - 4 000 ლარი, მსუბუქზე კი - 2 000 ლარი“, - ნათქვამია კანონპროექტში.