სამართალი
პენიტენციური სამსახური: ღარიბაშვილისთვის დამატებითი პაემნის შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი პატარიძემ ადვოკატის განცხადებას უპასუხა:

სამწუხაროდ, პენიტენციურ სამსახურს კიდევ ერთხელ გვიწევს განმარტების გაკეთება მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ვითომდა გაუქმებულ პაემანთან დაკავშირებით. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე, გამომდინარე იქიდან, რომ მას სრულად აქვს №12 პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი ამოწურული“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.

მისივე თქმით, მსჯავრდებულ ღარიბაშვილთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორს არც დამატებითი პაემნით წახალისების თაობაზე გამოუცია სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა.

აქვე განვმარტავ, რომ დაწესებულების დირექტორს სრული უფლება აქვს, გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი მსჯავრდებულის პაემნით წახალისებასთან მიმართებაში, თუმცა ამ შემთხვევაში მსგავსი აქტი გამოცემული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც პაემანი ვერ იქნებოდა ჩანიშნული“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.