აქტუალური
ბათუმში სუს-ისა და აშშ-ის სააგენტოს ერთობლივი სწავლება NEXUS Georgia 2026 ჩატარდა

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების მასშტაბური საერთაშორისო სწავლება დასრულდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება NEXUS Georgia 2026 ჩატარდა. სწავლების მიზანი იყო სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მოქმედებებისა და კრიზისულ სიტუაციებზე მყისიერი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება“, - აცხადებენ სუს-ში.