საზოგადოება
საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო უწყება წყნარი ოკეანის რეგიონთან დიპლომატიურ კავშირებს აფართოებს:
„საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების ფორუმის ლიდერთა 55-ე შეხვედრაში. ვიზიტის ფარგლებში ქართულმა მხარემ რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, განიხილა კლიმატის დღის წესრიგი და ხაზი გაუსვა არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.