საზოგადოება
ვლადიმერ ბოჟაძე: ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხს აუხსნას, საიდან მოიპოვა დამალული სიმდიდრე

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა:

თქვენივე აღიარებული ბრალდების მიხედვით, აუცილებელია აუხსნათ საზოგადოებას, საიდან მოიპოვეთ მრავალმილიონიანი უკანონო შემოსავლები, რომელთა ფარულად ლეგალიზებასაც ცდილობდით?! ლოგიკურია, რომ ადამიანი, რომელიც პროვოკაციებსა და ქრთამის გამოძალვაზე საუბრობს, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება, რატომ ინახავდა მას სახლში და როგორ შეიძინა მილიონების ღირებულების ოქროს ზოდები, ძვირფასეულობა და საათები?! ამიტომ მთავარი კითხვა, რომელსაც სკანდალური განცხადებებით ვერ გაექცევით, არის ის, საიდან დააგროვეთ დეკლარაციაში დაუმალავი სიმდიდრე?! იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას და ამომწურავად აუხსნათ ეს ქართველ ხალხს“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.