პოლიტიკა
საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის ოქროს საწმისის ორდენი გადასცა:
„საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი გამორჩეული წვლილისთვის ჩინეთის ყოფილ ელჩს, ჭოუ ციენს სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი მიენიჭა. ელჩის დიპლომატიური მისიის პერიოდში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა თვისებრივად ახალ, სტრატეგიულ დონეზე გადავიდა, გაძლიერდა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირები“, - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.