საზოგადოება
საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თენგიზ შარმანაშვილმა ისლანდიის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება შეაფასა:
„ისლანდია მცირერიცხოვანი, საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა და ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც, ალბათ, დელიკატურობის გამო არ საუბრობენ, ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკაა. პატარა ერები დემოგრაფიულ რისკებს განსაკუთრებულად მძაფრად განიცდიან. ევროპაში არსებული უკონტროლო მიგრაციული პროცესები მათში სავსებით გასაგებ და ლეგიტიმურ შეშფოთებას ბადებს საკუთარი იდენტობისა და სტაბილურობის დაცვის თვალსაზრისით“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.