საზოგადოება
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მეზობელ ირანთან და საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობებს აღრმავებს

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონულ პოლიტიკასა და სამეზობლო თანამშრომლობაზე განცხადება გააკეთა:

სომხეთი ატარებს მრავალვექტორიან პოლიტიკას. მეზობელ ირანთან და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, ვამყარებთ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს აზერბაიჯანთან. ჩვენ მივდივართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი თანაარსებობის გზით, რაც ეფუძნება სუვერენიტეტის პატივისცემასა და ეკონომიკურ პარტნიორობას, რაც მთელი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.