სამართალი
საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენისა და ძაღლების თავშესაფრის დამფუძნებლის, თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების ფაქტი დაადასტურა:
„შსს-ში აცხადებენ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულად, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები და ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კანონის სრული დაცვით განხორციელდა“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.