სამართალი
საქართველოსა და თურქეთის შს მინისტრებმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა განიხილეს

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართა:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგასთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, ორგანიზებულ და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლა, საპოლიციო აკადემიებს შორის გამოცდილების გაზიარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები“, - იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.