სამართალი
ავტომობილების ხმაურის დონე ინსტრუმენტულად შემოწმდება

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში სატრანსპორტო საშუალებების მიერ გამოწვეული ხმაურის კონტროლის ახალი რეგულაცია ამოქმედდა:

დღეიდან საგზაო ზედამხედველობის ფარგლებში იწყება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის ინსტრუმენტული შემოწმება. დასაშვებ ნორმაზე მეტი ხმაურის დაფიქსირების შემთხვევაში, მძღოლების მიმართ კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები ამოქმედდება, რაც მიზნად ისახავს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობის სიმშვიდის დაცვას“, - განაცხადეს შესაბამის უწყებაში.