აქტუალური
წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე გამოძახების წესი იცვლება

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს კანონმდებლობაში სამხედრო აღრიცხვასა და გამოძახების პროცედურებთან დაკავშირებით ცვლილებები განხორციელდა:

უწყება სამხედრო აღრიცხვაზე გამოძახების შესახებ ჩაბარებულად ითვლება, თუ მას მიიღებს ან მიღებაზე უარს განაცხადებს ოჯახის სრულწლოვანი წევრი. იმ შემთხვევაში, თუ უწყების ჩაბარება სტანდარტული გზებით ვერ ხერხდება (მათ შორის, SMS-ზე ან ელფოსტაზე 2 სამუშაო დღის განმავლობაში უკუკავშირის არარსებობისას), სააგენტო უწყებას აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს უწყება ოფიციალურად ჩაბარებულად მიიჩნევა და მოქალაქე ვალდებულია 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში“, - ნათქვამია ოფიციალურ დოკუმენტში.