აქტუალური
საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ ანაკლიის პორტში დაწყებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა:
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ ახალ ეტაპზე გადავიდა - დავიწყეთ შემოსასვლელი არხისა და მობრუნების აუზის დაღრმავება. სპეციალიზებული საზღვაო ტექნიკა უკვე შეუდგა ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს, რაც აუცილებელია პროექტული სიღრმის მისაღწევად, რათა ნავსადგურმა მსოფლიო კლასის მსხვილტონიანი საკონტეინერო გემების მიღება შეძლოს“, - განაცხადა ივანე აბაშიძემ.