პოლიტიკა
საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ეწვია შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით.
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მიწვევით, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქ კოლეგას საქართველოს შსს-სა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი მოლაპარაკებები რეგიონული უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.