პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: აფხაზეთზე კონტროლის აღდგენა რუსეთის იმპერიის დაშლაზეა დამოკიდებული

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებზე განცხადება გაავრცელა:

ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა მაქსიმუმ 50 000 აფხაზის შერიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში აზრების ნაცვლად ტყლაპი აქვს. აფხაზებს ჩვენ ვძულვართ და ამას ვერაფერს მოუხერხებ. აფხაზეთი არის დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, რომლის გადაწყვეტა რუსეთის იმპერიის დასუსტებასა და სავარაუდო დაშლასთან არის დაკავშირებული. ეს არის საკითხი, რომელიც დამოკიდებულია უკრაინის წარმატებებზე, დასავლეთის ძალაზე და, რა თქმა უნდა, იმაზე, თუ რა ფორმაში იქნება თავად საქართველო. ასე რომ, შეწყვიტეთ მკითხაობა და შეხედეთ სურათს ფართოდ. ასევე მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ოჯახს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.