პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. სექტემბრის პირველ სამშაბათს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საშემოდგომო სესია გაიხსნა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს. სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საშემოდგომო პერიოდის საკანონმდებლო პრიორიტეტებს, კომიტეტების სამუშაო გეგმებსა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინიციატივებს განიხილავენ“, - აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.