საზოგადოება
ბოლო 5 წელში რძის პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ყველი გაძვირდა

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რძის პროდუქტების კატეგორიაში ყველაზე მაღალი ინფლაციური წნეხი ყველზე დაფიქსირდა:

ბოლო ხუთ წელიწადში რძის პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ყველი გაძვირდა - ფასების ჯამურმა მატებამ 50,7% შეადგინა. დარგის სპეციალისტების შეფასებით, აღნიშნული ზრდა პირდაპირ უკავშირდება ადგილობრივი ნედლი რძის თვითღირებულების მატებას, იმპორტირებული საკვები დანამატების გაძვირებას, ენერგომატარებლების ტარიფებსა და ლოგისტიკურ ხარჯებს“, - იტყობინება სააგენტო BM.GE.