საზოგადოება
პორტალ ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციები დაემატა

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. სამთავრობო ელექტრონულ პლატფორმას www.ekalata.gov.ge, რომელიც სამომხმარებლო ფასების გამჭვირვალობასა და კონკურენციის გაძლიერებას ემსახურება, მორიგი ქსელური მარკეტი და ახალი სერვისები დაემატა:

ელექტრონულ პორტალ ekalata.gov.ge-მე-14 სუპერმარკეტების ქსელი „ამბარი“ და ახალი ფუნქციონალები - დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების დინამიური მონიტორინგი დაემატა. მომხმარებელს უკვე შეუძლია არა მხოლოდ სხვადასხვა მაღაზიის ფასების შედარება, არამედ საკუთარი სასურსათო კალათის ღირებულების ოპტიმიზაცია და ფასების ტენდენციებზე დაკვირვება“, - ნათქვამია პორტალის ოფიციალურ განცხადებაში.