საზოგადოება
ნინო წილოსანი: ქვეყნის ძალა განათლებული ახალგაზრდობაა

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იმ 1 795 აბიტურიენტისთვის უმაღლეს სასწავლებლებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის უფლების მინიჭების შესახებ, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს:

ქვეყნის ძალა განათლებული ახალგაზრდობაა. ამიტომ, ვინმეს თუ აქვს სურვილი, უმაღლესი განათლება მიიღოს და მინიმალური ზღვარი გადალახა, მას ამის საშუალება აუცილებლად უნდა მიეცეს. სახელმწიფოს ვალია, ხელი შეუწყოს მოტივირებულ ახალგაზრდებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.