პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2026 წლის 20–24 სექტემბერს გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური სიტყვით მიმართავს გაერო-გენერალური ასამბლეის მონაწილეებს გენერალურ დებატებზე და საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოს წინაშე არსებულ პრიორიტეტებზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრებს. ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან“, - აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.