საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ანდრი ბუტენკომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს ოფიციალური სამადლობელი წერილით მიმართა:
„ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნების ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო, ხარისხიანი მომავლის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია უკრაინის განათლების მინისტრის ოფიციალურ წერილში. ბუტენკომ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ უკრაინელი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის საქართველოში შექმნილი შეუფერხებელი საგანმანათლებლო პირობებისა და მრავალმხრივი ჰუმანიტარული თანადგომისთვის.